ასოცირებული პროფესორის მერაბ ხოხობაიას წინასაარჩევნო შეხვედრა სტუდენტებთან
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის, თსუ ასოცირებული პროფესორის მერაბ ხოხობაიას შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა 2026 წლის 6 აპრილს, თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში.
შეხვედრის ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ სტუდენტებს წარუდგინა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია 2026-2030“.
შეხვდრამ ჩაიარა ინტერაქციულ რეჟიმში, ბატონმა მერაბ ხოხობაიამ სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა.









